ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე, გიორგი დოხტურიშვილმა, სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურთან, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან და დამსწრე წევრებთან ერთად დღის წესრიგით გათვალისწინებული აქტუალური საკითხები განიხილა.
გიორგი დოხტურიშვილმა აქცენტი სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე გააკეთა.
ლია გიგაურმა საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს სხდომის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და უწყების საქმიანობის შესახებ ისაუბრა. დეტალურად განიხილა საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს როლი, მიზნები და ამოცანები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინტეგრაციის პროცესის ეფექტიანობის გასაზრდელად.
საკონსულტაციო სხდომას ასევე ესწრებოდნენ რწმუნებულის მოადგილეები ილია ჯალაღანია და კახა კობერიძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, სამოქალაქო თანასწორობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ელისო ლომიძე და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი ქვემო ქართლში, ანარ სულეიმანოვი;