გოგი მეშელიანმა ნახიდურში მოსწავლეებთან ერთად ნარგავები დარგო

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშელიანი სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლას სტუმრობდა, სადაც მოსწავლეებთან, სასულიერო პირებთან, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან და მუნიციპალიტეტის მერთან დავით შერაზადიშვილთან ერთად მარადმწვანე  ხის ნერგები დარგო.

ხელისუფლების წარმომადგენლები სკოლაში მოსწავლეებს და მასწავლებლებს გაესაუბრნენ და სერთიფიკატები გადასცეს ინგლისურის კონკურსში გამარჯვებულ ბავშვებს.

„ნახიდურის საჯარო სკოლა, ერთ-ერთი გამორჩეულია მუნიციპალიტეტში  აქტიურობითა და მიღწევებით, რაც დიდი წილად სკოლის დირექტორის კახა ჩუბინიძის და პედაგოგების  დამსახურებაა, რომელთაც  განსაკუთრებული სწრაფვა აქვთ სიახლეების მიმართ. „- განაცხადა გოგი მეშველიანმა.