საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმაანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა გოგი მეშველიანმა ბოლნისელ ფალავანს გიგა შავაძეს გამარჯვება მიულოცა
„თავისუფალ ჭიდაობაში, 17 წლამდელთა შორის, ტალინის საერთაშორისო ტურნირზე, 125 კგ–მდე წონით კატეგორიაში, გამარჯვებას გილოცავ გიგა და მომავალში კიდევ უფრო დიდწარმატებებს გისურვებ! გვეამაყები! “
შეგახსენებთ, ესტონეთის დედაქალაქ–ტალინში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონის,ბერლინის1936 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის კრისტიან პალუსალოს ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში.აღსანიშნავია,რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდში წარმატებით იასპარეზა ბოლნისის სპორტულ–გამაჯანსაღებელი კომპლექსის 17 წლის მოჭიდავე–გიგა შავაძემ, რომელმაც მეოთხედ ფინალურ შეხვედრაში დაამარცხა სლოვაკეთის წარმომადგენელი, ნახევარფინალში ესტონელი სპორტსმენი, ხოლო ფინალურ შეხვედრაში შვედეთის წარმომადგენელი და გახდა ამ საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული.