გოგი მეშველიანი წიგნის „თანამედროვე საბანკო საქმე: თეორია და პრაქტიკა“ პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ირაკლი კოვზანაძისა და პროფესორ გოგი კონტრიძის წიგნის „თანამედროვე საბანკო საქმე: თეორია და პრაქტიკა“ პრეზენტაციას დაესწრო.

„წიგნი დაეხმარება თანამედროვე საბანკო საქმის შესწავლით დაინტერესებულ სტუდენტებსა და აკადემიურ საზოგადოებას. ასევე მეცნიერ-მკვლევარებს, ეკონომისტებსა და პრაქტიკოს ბანკირებს გაიღრმავონ ცოდნა საბანკო საქმეში.“- გოგი მეშველიანი.