გურამიშვილის გამზირზე ერთმანეთს რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი და ავტობუსი შეეჯახა

თბილისში, დავით გურამიშვილის გამზირზე ავარია მოხდა. ერთმანეთს რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი და ავტობუსი შეეჯახა.
ახლანდელი ინფორმაციით, ავარია ავტობუსის მძღოლის გამო მოხდა, რომელიც  საჭესთან შეუძლოდ გახდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საპატრულო პოლიციის ჯგუფები.