რუსთავში “დედების სივრცის” ორგანიზებით მორიგი შეხვედრა  გაიმართა

რუსთავში “დედების სივრცის” ორგანიზებით მორიგი შეხვედრა  გაიმართა.

დღევანდელი შეხვედრის განსახილველი თემა “დავიცვათ ჩვენი და ჩვენი შვილების უფლებები” იყო რომელსაც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ნანა ფილაური უძღვებოდა.

გარდა ამისა “დედების სივრცის” ხელმძღვანელი ლია კოშაძე მეგობარ ორგანიზაცია ” მტევანთან” ერთად, კაფე-რესტორანი “ასკილის” მხარდაჭერით რუსთაველებს, და არამხოლოდ მათ, სამ დღიან საშემოდგომო წვეულებას სთავაზობს.

სამი დღის განმავლობაში წამოდგენილი იქნება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა, როიალის ოთახში შემოქმედი დედების და შვილების საღამო და თექაზე მუშაობის მასტერკლასები.