ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

7 ნოემბერს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბოლნისში აღმაშენებლის, რატევანის, სულხან საბას, ჭავჭავაძის, რუსთაველის და მიმდებარე ქუჩებზე;

11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში მე-16, მე-18, მე-17, მე-14, მე-7 და მიმდებარე მიკრორაიონებში, მესხიშვილის, ტაშკენტის, ლეონიძის, მეგობრობის და მიმდებარე ქუჩებზე;

11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში დარბაზი და დაბა კაზრეთი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.