ზუგდიდში კაცმა მეზობელს ბენზინი შეასხა, თავადაც გადაისხა და დაიღუპა

ზუგდიდში კაცმა მეზობლის მოკვლა სცადა – ბენზინი გადაასხა, შემდეგ თავადაც გადაისხა და ცეცხლი წაუკიდა.

თავდამსხმელი დამწვრობის შედეგად მიღებული დაზიანებებით კლინიკაში გარდაიცვალა. მეზობელი კაცი მძიმე მდგომარეობაშია და ქუთაისის კლინიკაში იმყოფება.

კლინიკაში იმყოფება დაღუპულის ძმაც, რომელიც მეზობლების გაშველებას ცდილობდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 და 108-ე მუხლებით მიმდინარეობს.