თბილისში ძლიერმა ქარმა პრობლემა შექმნა

თბილისში ძლიერმა ქარმა პრობლემა შექმნა. სანაპიროდან გმირთა მოედნისკენ ასასვლელ პანდუსზე, ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა და საავტომობილო გზაზე, ავტომობილების გადაადგილებას პრობლემა შეექმნა.

როგორც ცნობილია ადგილზე შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ და მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები.