კახეთში ავარია მსხვერპლით დასრულდა

ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

შემთხვევა სოფელ სარუსოსთან მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც სამი მგზავრი იმყოფებოდა, ხევში გადავარდა. ავარიის შედეგად, ერთი მგზავრი გარდაიცვალა, ორი დაშავდა.

როგორც ცნობილია  ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის და მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.