კოოპერატივი 17-ის წევრები დღეს რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეიკრიბნენ და რუსთავის მერთან შეხვედრას ითხოვდნენ.
მათი თქმით ისინი დაუსრულებელი ბინათმშენებლობის ვალით დაზარალებულები არიან და 30 წელია ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.
როგორც კოოპერატივის წევრებმა განაცხადეს , მათ საკითხზე ყველა შესაბამის უწყებას მიმართეს, თუმცა რეაგირება არც ცენტრალური და არც ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან არ მომხდარა.
კოოპერატივის წარმომადგენლები მერიაში ადმინისტრაციის უფროსს მიხეილ მუზაშვილს გაესაუბრნენ.