ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის კაბინეტი დაცხრილეს

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ონიანის კაბინეტი დაცხრილეს – შემთხვევა გუშინ მოხდა.

ინციდენტის შემდეგ, შენობაში ცეცხლი გაჩნდა. მომხდარი ფაქტის დროს შენობაში არავინ იმყოფებოდა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 187-ე მუხლებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.