მამაკაცმა,რომელმაც თერჯოლაში ყოფილი მეუღლე დაწვა თავადაც სხეულის 60-70%-იანი დამწვრობა მიიღო

მამაკაცმა, რომელმაც თერჯოლაში, სუპერმარკეტში ყოფილ მეუღლეს საწვავით სავსე ბოთლი ესროლა, თავადაც სხეულის 60-70%-იანი, მესამე-მეოთხე ხარისხის დამწვრობა მიიღო.

როგორც ცნობილი გახდა პაციენტი კლინიკაში შოკურ მდგომარეობაში შეიყვანეს. ის ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

ექიმის განცხადებით, 41 წლის მამაკაცის სიცოცხლეს ამ ეტაპზე, საფრთხე არ ემუქრება.

შეგახსენებთ, თერჯოლაში, სუპერმარკეტ „მაგნიტში“ 41 წლის მამაკაცმა ყოფილ მეუღლეს საწვავით სავსე ბოთლი ესროლა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა, თავად კი დაშავდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა – 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.