დავით აღმაშენებლისა და იაკობ ცურტაველის სახელობის ადმინისტრაციული ერთეულების მაჟორიტარმა დეპუტატმა თინათინ ლოცულაშვილმა რუსთავის საკრებულოში გაწეული მუშაობის წლიური ანგარიში შეაჯამა.
შეხვედრაზე, რომელიც საკრებულოს სხდომათა დარბაზში შედგა, მაჟორიტარული ოლქის მცხოვრებლებს დეპუტატმა, პრეზენტაციის სახით, ის ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო, რომელსაც წარმომადგენლობით ორგანოში მუშაობის პერიოდში მხარი დაუჭირა.
მაჟორიტარი დეპუტატის ანგარიშის მოსმენა, რომელიც მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის პროექტის – „ ანგარიშვალდებული საკრებულოს წევრი ძლიერი დემოკრატიისთვის “ ფარგლებში გაიმართა, დისკუსიის ფორმატში წარიმართა