ნინო ლაცაბიძემ არასამთავრობო ორგანიზაციის სექტორთან შეხვედრა გამართა

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ არასამთავრობო ორგანიზაციის სექტორთან შეხვედრა გამართა.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართული შეხვედრა რუსთავის მერმა ანგარიშის წარდგენით დაიწყო და შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციის სექტორის წარმომადგენლებთან კითხვაპასუხის რეჟიმით გააგრძელა.

შეხვედრის ფარგლებში განიხილეს რას მოხმარდა 2022 წელს განსაზღვრული ბიუჯეტი, რა პროექტები განხორციელდა და რომელი სოციალური, კულტურული თუ ახალგაზრდული პროგრამები იყო პრიორიტეტული.

შეხვედრაზე ნინო ლაცაბიძემ 2023 წლის გეგმებზეც ისაუბრა.

რუსთავის მერი წლის ანგარიშს რუსთაველ ახალგაზრდებსაც წარუდგენს.