აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ(USAID) თვითმმართველობების ახალი პროგრამა წარადგინა.
ადგილობრვი თვითმმართველობების ახალი პროგრამა, USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ერინ მაქქიიმ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანთან ერთად გახსნა.
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ახალი პროგრამა, საქართველოში მიმდინარე დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობას, ადგილობრივ თვითმმართველობებში ეფექტიანობის, ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის გაზრდას ითვალისწინებს და მასში 22 მუნიციპალიტეტი იქნება ჩართული.
USAID-ის ახალი პროგრამის გახსნაზე, სიტყვით გამოვიდა რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე.
რუსთავის მერმა, თვითმმართველობის განვითარებაში დეცენტრალიზაციის როლზე, მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობაზე, ამ მიმართულებით რუსთავში განხორციელებულ პროექტებზე და იმ ახალ სერვისებზე ისაუბრა, რაც ამ ეტაპზე ხორციელდება რუსთავის მუნიციპალიტეტში.
პროგრამის გახსნას აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ესწრებოდა.
პროგრამის სრული ბიუჯეტი 21 მილიონი დოლარია და TetraTech-თან პარტნიორობით ხორციელდება.