გუშინ, 23 ნოემბერს, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 12 წლის მოზარდმა იმშობიარა.
გოგონა კატასტროფის ბრიგადით რუსთავიდან თბილისში გადაიყვანეს. მოუმწიფებელი ორგანიზმის გამო ექიმები გართულებებს ელოდნენ,თუმცა როგორც ცნობილია საკეისრო კვეთა გაკეთდა და დღეს და ხვალ საავადმყოფოში დარჩებიან. ბავშვის და დედის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
არასრულწლოვანი 11 წლის, მეექვსე კლასში იყო როდესაც დაორსულდა. არასრულწლოვანია ბავშვის მამაც. გავრცელებული ინფორმაციით, ის 16 წლისაა.
ფაქტზე გამოძიება სქესობრივი დანაშაულის კვალიფიკაციით მიმდინარეობს.