რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრს 55 წელი შეუსრულდება

30 ნოემბერი რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრის საიუბულეო თარიღია, თეატრი 55 წლის გახდება.

საიბულიეო დღესთან დაკავშირებით თეატრში სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართება.

დღის განმავლობაში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ გოგი ქავთარაძის სახელობის შემოქმედებითი სივრცის გახსნას, ასევე იქნება რუსთავის თეატრის პირველი სპექტაკლის ,,სირანო დე ბერჟერაკის“ კოსტუმების გამოფენის გახსნა, ხოლო საღამოს 19:00 საათზე  დიდ დარბაზში საიუბილეო საღამო გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას რუსთავის თეატრის მსახიობებთან ერთად, ცნობილი მუსიკოსები და სახელმწიფო ანსამბლი ,,რუსთავი“ მიიღებს.

რუსთავის თეატრმა 100-ზე მეტი ღონისძიება გამართა, რომელიც მუსიკალური დრამით ,,კუკარაჩა“ გაიხსნა და ცოტა ხნის წინ კომედიის თეატრალური ფესტივალით დასრულდა.

შეგახსენებთ, თეატრი, რომელიც წელს 55-ე იუბილეს აღნიშნავს, 1967 წელს გაიხსნა და ის მარჯანიშვილის თეატრიდან წამოსულმა ახალგაზრდებმა გიგა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით შექმნეს.