რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ მუნიციპალურ დრამატულ თეატრში რეჟისორების კონკურსი გაიმართა.
კონკურსში მონაწილეობა სტუდენტმა რეჟისორებმა მიიღეს.
გამარჯვებული მონაწილე, რომელსაც ჟიური კომედიის ფესტივალის დასრულების დღეს გამოავლენს, რუსთავის თეატრი უნივერსიტეტში სწავლას ერთი წლით დაუფინანსებს.
რეჟისორების კონკურსი კომედიის თეატრალური ფესტივალის ფარგლებში გაიმართა.
შეგახსენებთ კომედიის თეატრალური ფესტივალი ხვალ დასრულდება.









