რუსთავის მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ციხის ზღუდის ჩრდილოეთ სექტორში შუა ბრინჯაოს ხანის ( ძვ. წ. აღ. მე18-17 სს.) ფინალური ეტაპის ქვაყრილიანი ორმოსამარხი და გვიანბრინჯოას ხანის – ძვ. წ. აღ. მე- 10-9 სს-ების ნაგებობა იქნა აღმოჩენილი.
ასევე აღმოაჩინეს ძველი წელთაღრიცხვის მე-18-ე საუკუნის ორმოსამარხში სააღაპე ცხოველების ნაშთები და თიხის ჭურჭელი.
თავად სამარხი ქმნის ურემზე დაკრძალვის იმიტაციას და წარმოდგენილია ორი ხარის თავით. გარდა ამისა ჩატანებულია შეწირული ცხოველები, ამ ეტაპზე იკვეთება ორი მოზრდილი ხბოს ჩონჩხი, არის წვრილფეხა საქონლის ჩონჩხებიც, ოთხი თიხის ჭურჭელი, ერთი საკმაოდ დიდი მოცულობის კერამიკა, რაც თავისთავად ათარიღებს ამ სამარხს შუა ბრინჯაოს კულტურული ფენებით და თრიალეთის კულტურის ანალოგიურია.
რუსთავის ისტორიული ციხის ტერიტორიაზე, მუზეუმის არქელოლოგიურმა ექსპედიციამ სამუშაოების მეორე ეტაპი 10 სექტემბერს დაიწყო.
არქეოლოგიური სამუშაოების მიმდინარეობას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მოადგილესთან და ქალაქის მთავარ არქიტექტორთან ერთად გაეცნო.