რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების პერსონალთან და მშობლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

რუსთავის საბავშვო ბაგა – ბაღების გაერთიანების პერსონალთან და საკონსულტაციო საბჭოს წევრ მშობლებთან, განათლების ეროვნული ინსტიტუტის ახალი პროექტის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ბავშვებსა და მოზარდებში ძალადობრივი, ასევე სხვა არასათანადო შინაარსის/სიუჟეტების მულტფილმებისა და მხატვრული ფილმების, ასევე კომპიუტერული თამაშების შედეგად გამოწვეული საფრთხეების შესახებ და მოისმინეს რეკომენდაციები.

პროექტის ფარგლებში დეტალურად განიხილეს ისეთი საკითხები როგორიცაა: ელექტრონული მოწყობილობების საშუალებით ბავშვების და მოზარდების თითქმის ყოველდღიური წვდომა ინტერნეტთან,რომელიც დაკავშირებულია ბევრ რისკებთან, რაც გულისხმობს: კიბერბულინგს, დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, მულტფილმების/თამაშების ძალადობრივი სიუჟეტების/კონტექსტის უარყოფით გავლენას ბავშვის/მოზარდის განვითარებაზე და სხვა.

საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში შედგა პრეზენტაცია და მონაწილეები გაეცნენ კონკრეტული ცნობილი მულტფილმების და ინტერნეტ-თამაშების საზიანო სიუჟეტებს და მათ უარყოფით გავლენებს, ასევე გაეცნენ ბავშვის განვითარებისათვის სასარგებლო და  ხელშემწყობ ინტერნეტ გვერდების გამოყენების რეკომენდაციებსაც.