“რუსთავის წყალი” შარტავას მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს

“რუსთავის წყალი” შარტავას მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, ახალ მაგისტრალურ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, წყლის ნაკადების მართვის გაუმჯობესების მიზნით, ახალ მაგისტრალურ მილზე დამონტაჟდება 4 ახალ ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული.

მოედნის რეაბილიტაციის გამო რუსთავის რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება 11 ნოემბრის, დილის 10:00 საათიდან  12 ნოემბრის დილის 10:00 საათამდე შეეზღუდა.