“რუსთავის წყალი” შარტავას მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.
წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, ახალ მაგისტრალურ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, წყლის ნაკადების მართვის გაუმჯობესების მიზნით, ახალ მაგისტრალურ მილზე დამონტაჟდება 4 ახალ ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული.
მოედნის რეაბილიტაციის გამო რუსთავის რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება 11 ნოემბრის, დილის 10:00 საათიდან 12 ნოემბრის დილის 10:00 საათამდე შეეზღუდა.