რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ მუნიციპალურ დრამატულ თეატრში კომედიის ფესტივალი დასრულდა.
თეატრში სოსო ნემსაძის დადგმული სპექტაკლი “კუკარაჩა” გაიმართა.
კომედიის თეატრალურ ფესტივალს რუსთავის თეატრმა 1 დან 12 ნოემბრის ჩათვლით უმასპინძლა.
ფესტივალის ფარგლებში რუსთავის თეატრს 15-მდე დასი ეწვია.
შეგახსენებთ კომედიის თეატრალური ფესტივალი რუსთავში უკვე მეორედ ჩატარდა.
ღონისძიებას რუსთავის მუნიციპალურმა თეატრმა პირველად, 2020 წელს უმასპინძლა.
აღსანიშნავია,რომ 2022 წელი რუსთავის პროფესიული დრამატული თეატრისთვის საიუბილეო წელია.
რუსთავის თეატრი 30 ნოემბერს 55 წლის გახდება.









