რუსთავში სამოყვარულო ექსტრემალური ორჭიდი გაიმართა

დღეს რუსთავში იაღლუჯას მთაზე სამოყვარულო ექსტრემალური ორჭიდი სირბილში და ველორბოლაში გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა 60-მდე მსურველმა მიიღო.

გამარჯვებულ მონაწილეებს ორგანიზატორებისგან სხვადასხვა სახის პრიზები გადაეცათ.

შეჯიბრი საქართველოს ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებით, საქართველოს  კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და  ქ.რუსთავისმუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა.