რუსთავში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქალაქ რუსთავში, მოქალაქის საქმიან ეზოში, ლენტური ტიპის უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

ტერიტორიიდან ასევე ამოღებულია მუხისა და წიფლის სახეობის 6 ერთეული მორი, 15 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ფიცარი და 18 კუბური მეტრი მოცულობის ე.წ. გარბილი.

ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.