რუსთავში Sport-R ჩემპიონატი სპორტის სამ სახეობაში ფეხბურთში , ფრენბურთში და მაგიდის ჩოგბურთში გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა რუსთაველმა ახალგაზრდებმა მიიღეს, გამარჯვებულ სპორტსმენებს მედლები, თასები და სხვადასხვა კომპანიებისგან პრიზები გადაეცათ.
სპორტული აქტივობა სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ახალგაზრდული პროექტების მართვის განყოფილების მიერ გამართული ბანაკის – Squad-R ფარგლებში გამარჯვებული გუნდის ორგანიზებით და საფეხბურთო კლუბ რუსთავის მხარდაჭერით გაიმართა.









