რუსთავში U12 შესარჩევი ტურნირის ფინალი გაიმართა

რუსთავში U12 შესარჩევი ტურნირის ფინალი რუსთავის ქიმიკოსთა სპორტულ კომპლექსში გაიმართა .

ტურნირში მონაწილეობა რუსთავის 4 გუნდმა მიიღო.

რუსთავი 1991″, რუსთავის საკალათბურთო აკადემია, “არწივიდა რუსთავის საკალათბურთო სკოლა.

გამარჯვებული გუნდი რუსთავის საკალათბურთო აკადემია გახდა.

გამარჯვებული გუნდის მონაწილეებს ორგანიზატორებისგან მედლები თასები და სიგელები გადაეცათ.

შეჯიბრში შერჩეული 15 მოთამაშე JUNIOR NBA- ში ითამაშებს.

ტურნირის მიზანი კალათბურთის განვითარების ხელშეწყობა და შესაბამისი ასაკობრივი მთავარი გუნდის დაკომპლექტებაა.