საკრებულოს დარბაზში სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა

დღეს რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.სხდომას ნანა შატბერაშვილი უძღვებოდა.

სხდომას ესწრებოდა ასევე ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე და მისი მოადგილეები. კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები განიხილეს და კენჭი უყარეს ბიუროზე განსახილველად.კომისიაზე ჯანდაცვის და სოციალურ მიმართულებებზე, ასევე რუსთავის 2023 წლის ბიუჯეტზე ისაუბრეს.სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია ,,შინ მოვლის თანადაფინანსების” , რომელიც 2023 წლის იანვრიდან უნდა განხორციელებულიყო ქალაქში, თუმცა  დეპუტატების მხრიდან ხმების თანაბრად გადანაწილებისა და არასრული ტექნიკური საკითხების ჩამონათვალის გამო  კომისიის თავმჯდომარემ ბიუროზე განსახილველად არ გადაიტანა.