საკრებულოს სხდომათა დარბაზში ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომა გაიმართა

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომას კომისიის თავმჯდომარე ნინო სულაძე უძღვებოდა.

კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს.

ცვლილება შევიდა სასყიდლიან ხელშკრულებებში შპს „ პოულტრო ჯორჯიას“ და შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“, რის საფუძველზეც პირდაპირი განკარგვის წესით მოსარგებლე აღნიშნულ კომპანიებს სარგებლობის ახალი საფასურით გაუფორმდებათ ხელშეკრულება.
კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით, თანხმობა მიეცა შპს „მაგთიკომს“ პირობით გამოცხადებულ აუქციონში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების, კერძოდ მშენებლობის დასრულების შედეგად ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით.
შპს „ლუის ყავას“ სამი წლის ვადით სასყიდლიანი იჯარით სარგებლობის უფლებით გადაეცა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 853 კვ. მეტრიდან 87 კვ. მეტრი უძრავი ქონება.
დეპუტატებმა იმსჯელეს და დადებითი რეკომენდაცია მიეცა, XV, VII და VIII მიკრორაიონებში, მესხიშვილის, დავით გარეჯისა და ალექსანდრე ყაზბეგის ტერიტორიებზე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხასა და გეგმის დამტკიცების საკითხს.
კომისიის სხდომის ფორმატში, დეპუტატებმა 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.
ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მომავალი წლის ბიუჯეტი ქონების მიმართულებით , 10 მილიონ 700 ათასი ლარით განისაზღვრა.
კომისიის სხდომაზე მერიის მიერ ინიცირებული საკითხები რუსთავის მერის პირველმა მოადგილემ კახა გურულმა მერის მოადგილეებთან ბესიკ ტოგონიძესა და ოთარ ტატალაშვილთან ერთად წარადგინა.