სალომე ზურაბიშვილმა 15 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 15 მსჯავრდებული შეიწყალა, ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცხრა მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისგან, ხოლო ექვს მსჯავრდებულს დარჩენილი მოსახდელი სასჯელის ვადა შეუმცირდა. პატიმრობიდან გათავისუფლებულ მსჯავრდებულებს შორის ორი ქალია.