საფეხბურთო კლუბი სართიჭალის „შტურმი“ ლიგა 3-ში იასპარეზებს

მიმდინარე წლის ფეხბურთის ევროვნულ ჩემპიონატში, ქვემო ქართლის რეგიონს, გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან გამარჯვებული საფეხბურთო კლუბი ჰყავს.

საფეხბურთო კლუბმა სართიჭალის ,,შტურმი”, რომელმაც წარმატებით იასპარეზე ლიგა 4-ში და ეროვნულ ლიგა 3-ში თამაშის უფლება მოიპოვა.

დღეს სართიჭალის საფეხბურთო კლუბმა „შტურმი“ საგარეჯოს ცენტრალურ მოედანზე, საფეხბურთო კლუბი „ვიტ ჯორჯია 2“ ანგარიშით 5:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით, კლუბმა ლიგა 3-ის საგზური მოიპოვა, რაც ნიშნავს იმას, რომ მომავალი წლიდან ,,შტურმი“ მეორე ლიგაში გადასასვლელად იბრძოლებს და მომდევნო სეზონს, საკუთარ, ევროპული სტანდარტების მქონე სტადიონზე უმასპინძლებს.

სსკ „შტურმის“ ისტორია 2019 წლიდან იწყება, როდესაც ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებულმა სპორტსმენებმა სოფელ სართიჭალაში ისეთი გუნდის შექმნა გადაწყვიტეს, რომელიც თავის სიტყვას ქართულ ფეხბურთში აუცილებლად იტყოდა.

ახლად შექმნილი გუნდი თავდაპირველად საქართველოს ჩემპიონატის რეგიონალური ლიგის „ბ“ ჯგუფში მონაწილეობდა, სადაც პირველი ოფიციალური შეხვედრა 2020 წლის 20 აგვისტოს, საფეხბურთო კლუბ „ჰერეთის“ წინააღმდეგ გამართა და ანგარიშით 0:7 გაიმარჯვა.

სწორედ აქედან დაიწყო შტურმის გამარჯვებების ისტორია. „შტურმი“ ერთადერთი სოფლის გუნდია სართიჭალიდან, რომელიც პროფესიულ ლიგაში წარმატებით ასპარეზობს.

მიმდინარე წელს მის ანგარიშზე: 29 თამაშიდან 20 მოგება, 4 ფრე და მხოლოდ 5 წაგებაა.