საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მუხტარ ბაბაიევს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის მიმართულებები მიმოიხილეს, რომლებიც ორივე ქვეყნისთვის პრიორიტეტულია.ასევე  გამოითქვა არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო მზადყოფნა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ორ ქვეყანას შორის გამორჩეულ ურთიერთობებს უსვამს ხაზს.

საუბარი ეხებოდა  ეკონომიკის მიმართულებით თანამშრომლობას.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო და აზერბაიჯანის რესპუბლიკა საიმედო სატრანზიტო პარტნიორები არიან და ერთობლივი სატრანსპორტო დერეფანი სანდო სადისტრიბუციო არხებზე და გლობალურ ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობას იძლევა.

აღინიშნა რეგიონული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების სრული დატვირთვით ფუნქციონირებისა და საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის თანამშრომლობის მნიშვნელობა.

შეხვედრას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია.

54
6 გაზიარება
მომწონს

 

კომენტარის დატოვება
გაზიარება