“საჯარო აუდიტის ინსტიტუტის” ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ

დღეს რუსთავის მერიის საკონფერენციო დარბაზში “საჯარო აუდიტის ინსტიტუტის” ტრენინგის მონაწილე საჯარო მოხელეებს სერთიფიკატები გადაეცათ.

2022 წელს პროფესიული გადამზიდების ტრენინგები საჯარო აუდიტის ინტიტუტისა და რუსთავის მერიის კორპორატიული თანამშრომლობის ფარგლებში 100-მდე საჯარო მოხელემ გაიარა.

რუსთავის მერიის სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლებს სერთიფიკატები ნინო ლაცაბიძემ და საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექტორმა გელა წიკლაურმა გადასცეს.

სასწავლო კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ სწავლებას ასევე პრაქტიკულ სავარჯიშოებს.

ტრენინგების მიზანი რუსთავის მერიის საჯარო მოხელეთა პროფესიულიო განვითარების ხელშეწყობა იყო.