სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქვემო ქართლის მასშტაბით ოქტომბრის თვეში 133 ობიექტი შეამოწმა.
რეგიონში ლაბორატიული კვლევისთვის აღებული იქნა 16 ნიმუში.
ასევე ჩატარდა 69 დოკუმენტური შემოწმება და 17 სხვადასხვა ტიპის დარღვევაზე გამოვლინდა საჯარიმო სანქცია.
რაც შეეხება რუსთავს, სახელმწიფო კონტროლი 15 ობიექტს ჩაუტარდა. ლაბორატიული კვლევისთვის აღებული იქნა 11 ნიმუში.
ჩატარებული კვლევების თანახმად ვადაგასული პროდუქტის წარმოებისა და არასწორი ეტიკეტირების გამო ქალაქში სამი ობიექტი დაჯარიმდა.









