სკვერების დაზიანება დასჯადი ხდება

პარლამენტი “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შესატანი ცვლილებების პროექტს განიხილავს.

კანონპროექტის თანახმად, დგინდება ჯარიმები ისეთი ქმედებებისთვის, როგორიცაა სკვერების თვითნებური გადათხრა, სამშენებლო მასალებით ჩახერგვა და გადათხრის ადგილების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის გარეშე მიტოვება.

რაც შეეხება ჯარიმის ოდენობას, ზემოაღნიშნული ქმედება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 1000 ლარით.

იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა ჩადენილია კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 1 000 ლარით, იურიდიული პირი კი 3 000 ლარით.

სამართალდამრღვევს დაეკისრება ვალდებულება, რომ სკვერში არსებული დაზიანება დაჯარიმებიდან 10 დღის ვადაში გამოასწოროს. დარღვევის გამოუსწორებლობა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 3000 ლარის ოდენობით.

საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.