ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში მოსახლეობის ნაწილმა RMG Gold-ის მიერ ღია კარიერული წესით ოქროს მოპოვებაზე ნებართვის გაცემა გააპროტესტა. სოფლის სარიტუალო დარბაზში სხვადასხვა ასაკის ადგილობრივები შეიკრიბნენ და მათ ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით: “დაიცავი სოფელი მუშევანი“, “დაიცავით კანონი, დაიცავით ხალხი”.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ღია კარიერული წესით ოქროს მოპოვების სამუშაოები, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს როგორც მათ სოფელზე, სახლებზე,და ასევე ნეგატიურად იმოქმედებს მათ ჯანმრთელობაზე.
როგორც ცნობილია სექტემბერში მოსახლეობის პროტესტს კომპანია “RMG” გამოეხმაურა. მისი განმარტებით, სოფლის მცხოვრებთა უმრავლესობა სწორედ კომპანიის სამუშაოებს უჭერს მხარს და ადგილობრივებთან გაფორმებულია სოფლის განვითარების მემორანდუმი ასევე აცხადებენ რომ, მუშევანის პროექტი მდებარეობს სოფლიდან მოშორებით და გამორიცხულია სოფელზე რაიმე ფორმის ზემოქმედება ეკოლოგიური თვალსაზრისით.
შეგახსენებთ რომ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ კომპანია RMG Gold-ს პირველ ნოემბერს მისცა ოქროსა და სპილენძის მოპოვების ნებართვა.