სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ფრენბურთში ფინალური შეხვედრები გაიმართა

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ფრენბურთში ფინალური შეხვედრები გაიმართა.

ტურნირი როგორც გოგონებს, ისე ვაჟებს შორის ჩატარდა.

გამარჯვებულ მონაწილეებს ორგანიზატორებისგან სიგელები, მედლები და თასები გადაეცათ.

პირველი ადგილის მფლობელები კი რეგიონულ პირველობაზე მიიღებენ მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში რუსთავის საჯარო და კერძო სკოლები იღებენ მონაწილეობას.

შეხვედრები ყველა სპორტის სახეობაში დეკემბრის ბოლოს დასრულდება.