რუსთავის მერიაში, ქალაქის მერის, ნინო ლაცაბიძის მიერ ინიცირებული სტუდენტური პროგრამის – ,,მართე შენი ქალაქი“ მესამე ეტაპი დასრულდა.
პროექტის მონაწილე სტუდენტებს, დღეს რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე შეხვდა მათ სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
ახალგაზრდები მერიის სამსახურების მუშაობის სპეციფიკას ერთი თვის მანძილზე ადგილზე ეცნობოდნენ. პროგრამაში ჩართვის მსურველთა შერჩევა ონლაინ რეგისტრაციით მოხდა.
პროექტი, ქალაქის მართვაში ახალგაზრდების ჩართვას და მუნიციპალიტეტის მუშაობის სპეციფიკის გაცნობას ისახავდა მიზნად.