საქართველოს ტელემაუწყებლობის პირველი ტელეწამყვანი ლია მიქაძე, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ლია მიქაძე ტელევიზიაში გახსნის დღიდან, 1956 წლის 30 დეკემბრიდან მუშაობდა და საქართველოს ტელევიზიაში თითქმის ნახევარი საუკუნე გაატარა.
2013 წელს, საქართველოს ტელევიზიის დაარსების 57 წლისთავთან დაკავშირებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მთაწმინდის პარკში, თბილისის ანძის სიახლოვეს, საპატიო ვარსკვლავი გაუხსნა ტელევიზიის პირველ წამყვანებს ლია მიქაძეს, ჯულიეტა ვაშაყმაძეს და ალექსანდრა მაჭავარიანს.