რუსთავში 20 საბავშვო ბაგა-ბაღის რესურს ოთახი ახალი სათამაშოებით შეივსო. აღნიშნული სათამაშოები სპეც-პედაგოგებისთვის არის მასალა, რომლითაც მუშაობენ აღსაზრდელებთან, მათ შორის, სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებთან.
მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს სკოლამდელი აღზრდის სისტემის რეფორმა. მუნიციპალური განვითარების ფონდის მეშვეობით ეტაპობრივად უმჯობესდება ბაღების ინფრასტრუქტურა. რეფორმა ასევე ითვალისწინებს, როგორც სასწავლო პროცესის განახლებას, ასევე კვების სისტემის სრულყოფას.
შეგახსენებთ რუსთავის მერიამ 20 000 ლარიანი გრანტი მოიპოვა – საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური ხელშეწყობით.