დღეს რუსთავის ღია საგამოფენო სივრცეში თვითნასწავლი ხელოვანის ირინა ლოსეურაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
გამოფენის ფარგლებში სივრცეში თვითნასწავლი ხელოვანის ნახატები და სამკაულები იყო წარმოდგენილი.
რუსთაველმა თვითნასწავლმა მხატვარმა საკუთარი ნამუშევრები ღია სივრცეში პირველად წარადგინა.
გამოფენას მოწვეული სტუმრები და რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე დაესწრო.