შრომის ინსპექციის სამსახურმა ,,რუსთავის აზოტი“ 50 000 ლარით დააჯარიმა

შრომის ინსპექციის სამსახურმა ,,რუსთავის აზოტი“ 50 000 ლარით დააჯარიმა და სამუშაოები ნაწილობრივ შეუჩერა. მიზეზი დღეს მომხდარი ინციდენტი გახდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ერთი და დაშავდა ორი დასაქმებული.

უწყების ცნობით, ობიექტზე კვლავ მიმდინარეობს ინსპექტირების პროცესი. პირველადი ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ ინციდენტი კუსტარულად დამზადებული ხარაჩოს ჩატყდომამ გამოიწვია.ასევე მათივე ინფორმაციით ადგილზე არსებული დარღვევები წარმოადგენს კრიტიკულ შეუსაბამობას, რის გამოც ობიექტი დაჯარიმდა და შეუჩერდა საქმიანობის უფლება.

როგორც ცნობილია ,,რუსთავის აზოტში“ მიმდინარეობს სრული ინსპექტირების პროცესი და დამატებითი დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, გატარდება შესაბამისი ზომები.