ხაშურში მონაზონს ფიზიკურად უცხო პირი გაუსწორდა

ხაშურში სოფელ ცხრამურში მონაზონი სცემეს. 70 წლის დედა ანას ფიზიკურად უცხო პირი გაუსწორდა.

ტვინის შერყევა, სხეულისა და სახის არეში მიღებული მრავლობითი დაზიანებები – სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში, სავარაუდოდ ყაჩაღობის მიზნით, ორი პირი შეიჭრა.

უცნობებს მონასტრის იღუმენიამ და წევრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ერთ-ერთი მონაზონი თავდამსხმელმა გააუპატიურა.

სასულიერო პირი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

საქმე აღძრულია გაუპატიურების და ყაჩაღობის მუხლით.