16 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ნოემბერს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში კუმისი, ახალწყალი, თელეთი, კასუმლო, ტაკალო, ქვემო სარალი, იმირი, არაფლო და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 18:30 საათამდე წალკის რაიონის სოფლებში კოხტა, ხარება, ახალიკი, სამება, დაშბაში, კარაკომი და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 17:15 საათამდე აბონენტებს რუსთავში მეგობრობის, ფალიაშვილის, მაჩაბელის, ლომოურის, მელიქიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე;

13:00-დან 18:00 საათამდე გარდაბნის რაიონის სოფელ სართიჭალაში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.