18 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 ნოემბერს 11:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში 21-ე, მე-7, მე-17 მიკრორაიონებში, ლებანიძის, მეგობრობის, ლომოურის და მიმდებარე ქუჩებზე;

11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ვაზიანი, მარტყოფი, მუხროვანი, სართიჭალა და მიმდებარე სოფლებში;

11:30-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში ირგანჩაი, მამიშლო, ამამლო, საფარლო, გუგუთი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.