21 ნოემბერი ტელევიზიის საერთაშორისო დღეა

1996 წელს პირველ მსოფლიო სატელევიზიო ფორუმზე გაერომ ტელევიზიის მსოფლიო დღე დააწესა, რომელიც ყოველწლიურად 21 ნოემბერს აღინიშნება.

წელს ტელევიზიის მსოფლიო დღე უკვე 26-ედ აღინიშნება და მთავარი თემაა მრავალფეროვნება იმის ხაზგასასმელად, რომ ტელეარხებს საშუალება აქვთ, გაავრცელონ სხვადასხვა სახის ინფორმაცია, იმუშაონ განსხვავებული შინაარსის პროდუქტის წარმოებაზე, იქნება ეს საინფორმაციო გადაცემები, დოკუმენტური ფილმები თუ გასართობი შოუები. ასევე, მედიასაშუალებებს აქვთ ძალა, ნებისმიერი საკითხის მიმართ შეცვალონ მაყურებლის დამოკიდებულება.

სწორედ 1996 წლის ფორუმზე გადაწყდა, თუ რამდენად მნიშნველოვანი როლი უჭირავს ტელევიზიას მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გაშუქებაში და როგორი ზეგავლენა შეუძლია მოახდინოს მასებზე.