24 ნოემბერს ქვემო ქართლში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ნოემბერს 01:30-დან 02:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში მესხიშვილის, ლეონიძის, სტამბულის ბაზრის, მეგობრობის, თოდრიას, მარის არხის, ლესელიძის, მე-16, მე-14, მე-15 მიკრორაიონებსა და მიმდებარე ქუჩებზე;

11:00-დან 12:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში სადახლო, შაუმიანი, კაჩაგანი, აღმამედლო, კასუმლო, კეშალო და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში რატევანი, აკაურთა, ზვარეთი, ქვეში, მუშევანი და მიმფებარე სოფლებში;

11:00-დან 12:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებო ასურეთი, კოდა, წინწყარომ ირაგა, გოლთეთი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.