25 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

25 ნოემბერს 11:30-დან 15:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში წვერი, ორბეთი, მანგლისი და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში სართიჭალა, მუღანლო, სიონის უბანი, ახალსოფელი და მიმდებარე სოფლებში;

12:05-დან 16:05 საათამდე აბონენტებს გარდაბანში აღმაშენებლის, ლესელიძის, ოქტომბრის, ენერგეტიკის, 9 მაისის და მიმდებარე ქუჩებზე;

13:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში ტაზაკენდი, ბურმა, სადახლო და მიმდებარე სოფლებში;

15:11-დან 19:00 საათამდე აბონენტებს წალკის რაიონის სოფლებში განთიადი, სამება, ტბეთი, დარაკოვი, სანთა, ხადიკი და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე წალკაში;

16:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში დიდი და პატარა ლილო, ქვიშიანი, ვარკეთილის მეურნეობა და მიმდებარე სოფლებში;

17:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში მარის არხის, ფიროსმანის, წერეთლის, მშენებელთა და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.