25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით მსოფლიოში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დღეები აღინიშნება

დღეიდან 10 დეკემბრის ჩათვლით მსოფლიოში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დღეები აღინიშნება. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში  “გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებები” ამ თემასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას რუსთავის რაგბის და საკალათბურთო კლუბის წევრები ესწრებოდნენ.

კამპანია მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას.

შეგახსენებთ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანია 1991 წლიდან მთელ მსოფლიოში აღინიშნება.